“მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორი – ქვეყანამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა

ქვეყანამ კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა – საერთაშორისო ტურნირების ჩატარებით დიდი პოტენციალი ეძლევა ქვეყანას, რათა მეტად წარმოჩინდეს მსოფლიო ასპარეზზე, – ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს” დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დაგეგმილი მსოფლიო თასები კვლავ უმაღლეს დონეზე ჩატარდება.
“საერთაშორისო ტურნირების ჩატარებით საკმაოდ დიდი პოტენციალი ეძლევა ქვეყანას, რომ უფრო მეტად წარმოჩინდეს მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუდმივ სერიას, რომელიც წარმატებულად და ხარისხიანად ჩატარდება მომავალ წლებში. ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა ქვეყნისთვის, რომელიც საქართველომ მოიპოვა”, -აღნიშნა ბურჭულაძემ.
შპს „მთის ტრასების სააგენტოს” ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთი, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, ) 60 სპორტსმენი ასპარეზობდა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, შეჯიბრების სპონსორი კომპანიები იყვნენ: “ბორჯომი“,“თი ბი სი“, „რედკო“, და „სილქნეტი“.

ასევე დაგაინტერესებთ