მთივლიშვილი: ერთ-ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი, მიმახეთქა ხეს და შემაგდეს პოლიციის მანქანაში

კეკელიძის ქუჩაზე მივედი დაგვიანებით, თბილისში არსებული საცობის გამო. როდესაც მივედი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, უკვე პოლიციის დანაყოფები შესული იყვნენ ამ ბინაში, იქიდან გამოყრილი ჰყავდათ ადამიანები და გარეთ მყოფ აქტივისტებს, რომლებიც აპროტესტებდნენ იქ მიმდინარე პროცესებს, აკავებდნენ. აი ზუსტად 2-3 წუთის მისული ვიყავი, მე აქციასთან არავითარი საერთო არ მქონია, არც შიგნით არ ვყოფილვარ, არც არავისთვის ხელი არ შემიშლია. როდესაც მივედი, დაახლოებით 2-3 წუთის შემდეგ, ერთ-ერთი ახალგაზრდის დაკავების პროცესს მივყევი ბოლომდე, ვიდრე მას მანქანაში შეტენიდნენ და ვხედავდი პოლიციის თანამშრომლები როგორ ახდენდნენ მასზე ფიზიკურ ზეწოლას. ის ახალგაზრდა წინააღმდეგობას არ უწევდა, მაგრამ მაინც ძალადობდნენ. როდესაც ამას ვიღებდი, დამინახეს, რომ ტელეფონით ვიღებდი ამ ყველაფერს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მკრა ხელი, მიმახეთქა ხეს. როდესაც ვუთხარი, რომ რას აკეთებ, ჟურნალისტი ვარ, რატომ ირტყმევინები მეთქი, ამის შემდეგ გამწარდნენ, ამ სიტყვების თქმაზე, სხვა არაფერი არ მითქვამს და შემაგდეს პოლიციის მანქანაში. რამდენიმე პოლიციელი დამეხვია, პოლიციის მანქანაში შეტენვის შემდეგ იატაკზე დავვარდი, მანქანის იატაკზე, ისეთი ძალით შემაგდეს, სავარძელზე ვერ აღმოვჩნდი ასე. მერე რადგან იატაკზე დავვარდი, ადგომა ხომ მჭირდებოდა და ეგონათ, რომ წინააღმდეგობას ვუწევდი, ყვიროდნენ წინააღმდეგობას გვიწევო. ვეუბნებოდი, რომ ნუ ძალადობდნენ იმიტომ, რომ დავჯდებოდი ჩემით, გავყვებოდი, დავემორჩილებოდი, არანაირი პრობლემა არ მქონდა. კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ ვიყავი ჟურნალისტი, მაგრამ აი ამის შემდეგ, რიდესაც მათგან მოვითხოვე, რის საფუძველზე დამაკავეს განემარტათ ჩემთვის და ამ დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ვცდილობდი რა ჩემი უფლებების დაცვას.
იყო 5 პოლიციელი, 1 იჯდა საჭესთან საპატრულო პოლიციის ფორმით, 4 იყო კრიმინალური პოლიციის ფორმაში. მათი გვარი სახელები, სამწუხაროდ, არ ვიცი. […] ამ ხუთიდან განსაკუთრებით სამი იყო აგრესიული – ერთი უკნიდან ჩამწვდა, თავში და კისერში, მეორე წინიდან და მოკლედ, ჩვეულებრივი ველურებივით იქცეოდნენ. ვწუხვარ, ასეთი ტიპის შეფასებისთვის, მაგრამ მეგონა, რომ მახრჩობდნენ. […] ერთ-ერთმა პოლიციელმა ამ ხუთიდან, რომელიც შედარებით, როგორც ჩანს უფრო დიდი ხნის გამოცდილება ჰქონდა პოლიციაში მუშაობის, ასაკით შედარებით უფროსი ჩანდა, ეს ადამიანები და მათ შორის ჩემთან ერთად დაკავებულებმა შეეცადნენ, რომ ეს ადამიანები დაეშოშმინებინათ, ანუ პოლიციელებზე მაქვს საუბარი. ანუ ჩემთან ერთად დაკავებულები ვინც იყვნენ მანქანაში, ისევ იმათ მოუწოდეს და კიდევ ერთმა პოლიციელმა, რომ გაჩერებულიყვნენ.
დაახლოებით 40 წუთი დამაყოვნეს კეკელიძის ქუჩაზე. ამ ხნის განმავლობაში ვითხოვდი, განემარტათ, სად მივყავდი, რატომ მივყვადი, რატომ ვიყავი დაკავებული. ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებდი. ერთი და იგივეს იმეორებდნენ, რომ პოლიციას შევუშალე ხელი, ოღონდ, რაში, როგორ აბსოლუტურად არაფერი ამგვარი არ ყოფილა. რაღაც მომენტში ავად გავხდი, ვითხოვე ექიმის დახმარება. არც იქ და არც აქ, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში არ მომცეს ამაზე წვდომა. აქ დამხვდა ადვოკატი. პირველი ნაწილი, როდესაც აქ მომიყვანეს, უკვე რამდენიმე საათია ამ სამმართველოში ვარ, იყო ძალიან დამამცირებელი, ძალიან ცუდი სიტყვებით მომმართავდნენ, აგრესიას გამოხატავდნენ პროფესიული საქმიანობის გამო. აი, მაგალითად, პროვოკატორი, ინტრიგანი, მოაშორეთ აქედან, კამერები რომ იღებდნენ, განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ. მერე რაღაცნაირად დასტაბილურდა სიტუაცია და ხელწერილით გამომიშვეს.