მთელ ღაზაში ბრძოლები არ წყდება დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლების ფონზე

ჯანდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, 31 მარტს ს თავდასხმებს ღაზის სექტორში ათობით პალესტინელი ემსხვერპლა მაშინ, როცა ეგვიპტე ისრაელის დელეგაციას მასპინძლობდა მოლაპარაკებების ახალი რაუნდზე, რომლის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის მიიღწევა ღაზაში ჰამასის (-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) მეთაურებთან.
ღაზის სექტორში ალ-აქსას საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს ოთხი პირი დაიღუპა და 17 დაშავდა, განაცხადა X-ის საშუალებით ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰამონ ღებრეიესუსმა 31 მარტს.
ამის ფონზე მეომარმა მხარეებმა გაააქტიურეს მოლაპარაკებები კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით, 130 მძევლიდან 40-ის სავარაუდო გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელის საომარი მოქმედების ექვსკვირიანი შეჩერების გარშემო.
ჰამასმა 240 მძევალი აიყვანა 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში განხორციელებული იერიშის დროს. ამ თავდასხმას 1200 პირი ემსხვერპლა.
ისრაელის მიერ საპასუხო, ამ თავდასხმის შემდგომი დაბომბვების გამო დაღუპულთა რაოდენობა 32 ათასს აჭარბებს.
ისრაელი სისტემატურად უშენს ცეცხლს მეზობელ ლიბანს, საიდანაც ისრაელის მიმართულებით ჭურვებს ისვრიან ხოლმე.
ლიბანში მოქმედებს ჰიზბოლას გაერთიანება, რომლის ერთ-ერთი მეთაურის მოკვლის შესახებ იტყობინება ისრაელი 31 მარტს მას მერე, რაც მორიგი თავდასხმა განახორციელა ლიბანში.