“მთელ კაცობრიობას გააწნა სილა…”- რას წერს ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და თია წულუკიანის განცახედაბას, გიორგი ანწუხელიძის შესახებ ეხმაურება:

“დიდი გმირის, გიორგი ანწუხელიძის, “ვიღაცის პიარისთვის უაზროდ შეწირულად“ გამოცხადებით თეა წულუკიანმა მთელი საქართველო შეურაცხყო; არა, მან მეტიც მოახერხა, მთელ კაცობრიობას გააწნა სილა, ვინაიდან ღირსება და გმირობა ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის, არსებობის ერთ-ერთი გამართლებაა.

ამ ბოროტი ქალბატონის პირით ქვეყნის მთავარმა ჩარჩმა, ლაჩრობისა და “აბა ომი გინდას“ აპოლოგეტმა, ბიძინა ივანიშვილმა, ახლა უკვე გმირობას წარუდგინა პრეტენზია. როგორ არ გავიხსენოთ ჩვენი უკვდავი გენიის სიტყვები: “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი“. გავიხსენოთ, სანამ გველის ენა რუსთაველსაც მისწვდება“ – წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა