“მთელ კაცობრიობას გააწნა სილა…”- რას წერს ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და თია წულუკიანის განცახედაბას, გიორგი ანწუხელიძის შესახებ ეხმაურება:

“დიდი გმირის, გიორგი ანწუხელიძის, “ვიღაცის პიარისთვის უაზროდ შეწირულად“ გამოცხადებით თეა წულუკიანმა მთელი საქართველო შეურაცხყო; არა, მან მეტიც მოახერხა, მთელ კაცობრიობას გააწნა სილა, ვინაიდან ღირსება და გმირობა ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის, არსებობის ერთ-ერთი გამართლებაა.

ამ ბოროტი ქალბატონის პირით ქვეყნის მთავარმა ჩარჩმა, ლაჩრობისა და “აბა ომი გინდას“ აპოლოგეტმა, ბიძინა ივანიშვილმა, ახლა უკვე გმირობას წარუდგინა პრეტენზია. როგორ არ გავიხსენოთ ჩვენი უკვდავი გენიის სიტყვები: “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი“. გავიხსენოთ, სანამ გველის ენა რუსთაველსაც მისწვდება“ – წერს ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: სინამდვილე კი ისაა, რომ ამ უბანში და ასეთი მასშტაბის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის აშენება ყოველთვის იქნება ღიმილის მომგვრელი და არა მგონია წაადგეს აზერბაიჯანის იმიჯის განმტკიცებას საქართველოში