მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ
საქართველოს პრეზიდენტი, , სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სხვადასხვა საკითხს შეეხო.
პრეზიდენტის განცხადებით, მართლმადიდებლობას ქართველებისა და სერბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მანვე ისაუბრა სოფლის მეურნეობის კუთხით ურთიერთობების განვითარებაზეც და დარწმუნებულია, რომ სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთობები განვითარდება.
„რაც შეეხება სერბეთს და საქართველოს. ეს ჩვენი ღირებულებები, ქრისტიანული, მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელსაც როგორც ქართველებისთვის ასევე სერბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს მე მომეცემა საშუალება, რომ ვესტუმრო წმინდა ტაძარს ბელგრადში, მოვინახულო მისი უწმინდესობა, პატრიარქი. ამას ჩვენი ხალხისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ ჩვენს სარწმუნოებას და დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები ვინც დღეს ჩვენ სამშობლოს ვემსახურებით როგორც სერბები, ასევე ქართველები, ვინც ვართ ხელისუფალნი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორედ იმისთვის, რომ უფრო მეტი ურთიერთობა იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის, უფრო მჭიდრო და უფრო მეტად საქმიანი, რომ ძალიან ბევრი შეხება არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის.
თქვენ ისაუბრეთ ახალ ინიციატივებზე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი საშუალება მიეცემა, როცა მე მექნება ჩემს გუნდთან საუბარი, საქართველოს ხელისუფლებასთან. იარაღის წარმოებაზე იყო საუბარი, სოფლის მეურნეობის დარგზე ისაუბრეთ და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში, გეოგრაფიულადაც და რელიეფურადაც. საქართველოში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ჯანსაღი პროდუქცია იწარმოებოდეს და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ“-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ