მთელი ცინიზმია, რომ „ლელოს“ ლიდერს თავად ჰქონდა გაფორმებული სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას

მთელი ცინიზმია, რომ „ლელოს“ ლიდერს თავად ჰქონდა გაფორმებული სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას
მთელი ცინიზმია, რომ „ლელოს“ ლიდერს თავად ჰქონდა გაფორმებული სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ზუსტად იგივე წესით იყო გასაიდუმლოებული, ახლა ეს ადამიანი, რომელმაც იცის, რა წესით ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსის მინიჭება, სპეკულირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის კომერციული ხელშეკრულება და ნებისმიერი კომერციული ხელშეკრულება, მათ შორის მთავრობასა და კომერციულ სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება, რთულ მოლაპარაკებებს ეფუძნება.
„ეს თემა პირველად წამოწია, როგორც მახსოვს პარტია „ლელომ“ და მისმა ლიდერმა, მთელი ცინიზმი ამ ყველაფერში მდგომარეობს რაში, რომ მას თავად ჰქონდა გაფორმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ზუსტად ასევე იყო იგივე წესით გასაიდუმლოებული. ახლა ეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, რა წესით, კანონმდებლობის დაცვით, როგორ ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსის მინიჭება, ასეთი ადამიანი სპეკულირებს. მე ვუსმენდი მას თავის დროზე, როცა განცხადებებს აკეთებდა, პირველად ვიგრძენი, რომ მანაც უხერხულობა იგრძნო ამაზე საუბრის დროს. ისეთი რაღაც დაავალეს, ისეთი სპეკულაციებით გამოსვლა, რომ უხერხულობა იგრძნო. სხვა დროსაც სპეკულირებს ხოლმე, მაგრამ არ გრძნობს არავითარ უხერხულობას. აქ მანაც კი უხერხულობა იგრძნო, ეს ეტყობოდა მას საუბრის დროს. კონკრეტული ფაქტი აქვს მას, მის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დაიდო შეთანხმება, მას მიენიჭა კომერციული საიდუმლოების სტატუსი, ზუსტად იგივე წესით მოხდა ამ სტატუსის მინიჭება. რაც შეეხება მიზეზს, მიზეზი არის მარტივი, ეს არის კომერციული ხელშეკრულება და ნებისმიერი კომერციული ხელშეკრულება, მათ შორის მთავრობასა და კომერციულ სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება, ექვემდებარება შეთანხმებას რთული მოლაპარაკების საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს, აბსოლუტურად არასერიოზულია ეს ყველაფერი, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულებაც ამ ადამიანისა და მისი ქმედებების მიმართ არის ძალიან მსუბუქი

სადაც არის ჩვენი ქვეყნის იურისდიქციის სრული გავლენა, იქ უნდა ტარდებოდეს არჩევნები, ადამიანს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა მიანიჭოს უპირატესობა ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტს

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი