“მთელი დილა ველოდებოდით [ლაზარეს გათავისუფლებას]… ახლახან გვითხრეს ადვოკატებმა, რომ რამდენიმე დღე კიდევ გაიწელება”

“მთელი დილა ველოდებოდით [ლაზარეს გათავისუფლებას]… ახლახან გვითხრეს ადვოკატებმა, რომ რამდენიმე დღე კიდევ გაიწელება”, – ამის შესახებ ს ბაბუა გია კალანდაძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს.
მთელი დილა ველოდებოდით, გვეუბნებოდნენ, რომ გამოუშვებდნენ მაგრამ ახლახან დარეკეს ადვოკატებმა და გვითხრეს, რომ რამდენიმე დღე კიდევ გაიწელება ეს საკითხი ვერ გეტყვით [მიზეზს], მე აქციაზე ვარ და ასე ვეღარ ჩავეძიე ადვოკატებს და ალბათ სახლში რომ მივალ… ეხლა ადვოკატები 5 საათზე დაჯავშნილი ჰქონდათ პაემანი და შევლენ და იქიდან რომ გამოვლენ, ალბათ უფრო დაზუსტებით გვეტყვიან, რაშია საქმე. ლაზარე ახლა გარეთ რომ იყოს, ყველა შემთხვევაში აქ იქნებოდა. ჩვენ მიზანს ჯერ არ მივაღწიეთ და ვერ მივაღწიეთ, ამიტომ უნდა ბრძოლა გავაგრძელოთ, რომ ნამდვილად ამ სანუკვარ მიზანს, რომელიც გზას გვისახავს ევროპისკენ და თავისუფლებისკენ, ბოლომდე უნდა გავიტანოთ, – ამბობს გია კალანდაძე.