მთაწმინდის საბაგიროს ბაგირი დრონის დახმარებით გაიჭიმა – მიმდინარე სამუშაოებს ავსტრიის საელჩო ეხმაურება

მთაწმინდის პარკისკენ საბაგიროს მშენებლობა მალე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია Doppelmayr Garaventa ასრულებს.
საქართველოში ავსტრიის საელჩო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებს.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჯერ პატარა ბაგირი გაიჭიმა დრონის დახმარებით, რასაც მოჰყვა სხვა ბაგირები, სანამ საბოლოოდ არ მოხერხდა მთავარი ბაგირის დამონტაჟება. ამას მოჰყვა ერთმანეთთან დაკავშირების სამუშაოები – ეს ყველაფერი მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც ავსტრიულ კომპანიას და მის ავსტრიულ ქვეკონტრაქტორს RMS Ropeway Maintenance Systems აქვთ.
Doppelmayr Garaventa სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამჟამად მიმდინარეობს სადგურების მოსაწყობი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომ, დაიწყება მთაწმინდის მიმართულებით გადაადგილება“, – წერს ავსტრიის საელჩო საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ