მთაწმინდაზე ხანძარია

თბილისში, მთაწმინდაზე, ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, იწვის ბალახი და ბუჩქები. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამსახურის თანამშრომლები, „მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები“.
განახლება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.