მთაწმინდაზე გიორგი მი­ქა­ძე დააკავეს

გიორგი მი­ქა­ძე დააკავეს.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, სპეცოპერაცია მთაწმინდაზე, მიქაძის სახლში დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყო. დაკავება შესაძლოა, ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს.
გიორგი მიქაძის ძმა, დავით მიქაძე, „ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, საქართველოში არ იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ პირებად და ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრებად მოიაზრებიან.
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გ.უ. დააკავა, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ბრალდებით ს.წ. დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ