მთაში მოსახლეობის სიმჭიდროვით, საქართველო ყველა თავის მეზობელს ჩამორჩება – ეკონომისტი

“მთა ჩვენი ქვეყნის ყოველთვის იყო ზურგში ფარის ფუნქციის მატარებელი” – ეკონომისტი სოსო არჩვაძე მთის ეკონომიკური განვითარების აუცილებლობასთან ერთად ხაზს უსვამს მის პოლიტიკურ ფუნქციას.
მისი შეფასებით, ბოლო დროს მთა, როგორც ქვეყნის ზურგი, მოშიშვლებულია, რადგან ის მოსახლეობისგან დაცლილია და მიგრაცია უწყვეტად გრძელდება.
ეკონომისტის ინფორმაციით, მთაში მოსახლეობის სიმჭიდროვით, საქართველო ყველა თავის მეზობელს ჩამორჩება.
“გამეჩხერიანებული მთა სახოფათოა არამხოლოდ ეკონომიკუყრად არამედ პოლიტიკურადაც და ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც,” – ამბობს სოსო არჩვაძე.
ეკონომისტის რეკომენდაციით, ბიზნესმა სიმძიმის წერტილი რეგიონებში უნდა გადაიტანოს, განსაკუთრებით, მთაში. მისივე ინფორმაციით, მთაში მოსახლეობის სიმჭიდროვით, საქართველო ყველა თავის მეზობელს ჩამორჩება, რაც ეკონომიკურ ზარალიანობასთან ერთად, პოლიტიკურად საფრთხის შემცველია.
რაც შეეხება, კანონშემოქმედებით პროცესს, ეკონომისტი ამტკიცებს, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს აგრარული საკითხებიც და რეგიონული ასპექტებიც და, რაც მთავარია, არჩვაძე ხაზს უსვამს, რომ ტრადიცია და წარმოების კულტურა ხშირად გადამწყვეტია ხოლმე რეგიონულ აგროპოლიტიკაში.
წყარო: აგროგარემო TV