მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზვავები, ნისლი, ქარბუქი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვბული სააგენტოს ცნობით, 9 დეკემბრის საღამოდან 10 დეკემბრის საღამომდე საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
“საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა” – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.