“მთავრობის წევრებო, დღეს ეკლესიაში გაჯგიმულები რომ ცრუ – ლოცვას დაიწყებთ, ისემც თქვენ რა გითხარით რამდენი არც ღმერთის გწამთ, არც ეკლესიის და არც ქრისტიანობის” – სანდრო ბრეგაძე

“მთავრობის წევრებო, დღეს ეკლესიაში გაჯგიმულები რომ ცრუ – ლოცვას დაიწყებთ, ისემც თქვენ რა გითხარით რამდენი არც ღმერთის გწამთ, არც ეკლესიის და არც ქრისტიანობის” –
— ფარისევლობის აპოგეა
— არ გაგიკვირდეთ ამათი ფარისევლობა – სამწუხაროდ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეკლესიის საკურთხეველთან , საპატიო ადგილას მდგარა ჯაბა იოსელიანი , კიტოვანი , სიგუა , შევარდნაძე , ახალაიები , მეგის ქარდავა , სოსო თოფურიძე , სააკაშვილი და სხვა საქართველოს მოღალატეები . ქართველი ჯარისკაცების მკვლელი , საქართველოს დამაქცევარი და ს წამრთმევი რუსი გენერალი გრაჩოვი საერთოდ თბილისში მონათლეს — მახსენდება – სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ვიყავი 2015 წლის 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის დემონსტრაციაზე რომ გავედი – ამის გამო მთავრობაში პანიკა ატყდა , მთელი ქართული ოცნება დამიპირისპირდა – “ შავრაზმელებთან მიტინგზე გასვლა როგორ გაბედე , ამიტომ წადი ჩვენი გუნდიდან და მინისტრთა კაბინეტიდანო “ — დღეს ის ხალხი რომლებიც 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნის გამო ხალხს სამსახურიდან ხსნიდა – 2 მეტრიანი სანთლებით ხელში ეკლესიაში დგას და ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს — გთხოვთ ვინმე მლიქვნელმა არ მითხრას – “ სავლე პავლედ გადაიქცაო “ – არ დაიჯეროთ – ოცნების სავლეები სავლეებად დარჩნენ – უბრალოდ დღეს არჩევნებში ხმებისთვის ეკლესია ჭირდებათ და კი დარბიან დიდი მორწმუნეების მსგავსად ეს უთავმოყვარეოები — მთავრობის წევრებო – მე მაინც არ გიცნობდეთ – დღეს ეკლესიაში გაჯგიმულები რომ დადგებით და ცრუ – ლოცვას დაიწყებთ – ისემც თქვენ რა გითხარით რამდენი არც ღმერთის გწამთ , არც ეკლესიის და არც ქრისტიანობის
— ფარისევლებო – ამ გაჭირვებულ ხალხს კი მოატყუებთ რომ ნამდვილი მორწმუნეები ხართ , პოლიტიკურ სპექტრსაც მოატყუებთ , ხმებსაც მოიპარავთ , მაგრამ ღმერთს ვერ მოატყუებთ და თქვენი ფარისევლობის გამო იმაზე მეტად დაისჯებით , ვიდრე წარმოგიდგენიათ

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს