მთავრობის ქმედებები გვაფიქრებს არის თუ არა კვლავ პარტნიორობა ორმხრივი – ჯიმ ო ‘ბრაიენი

მთავრობის ქმედებები გვაფიქრებს არის თუ არა კვლავ პარტნიორობა ორმხრივი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯიმ ო ‘ბრაიენმა თბილისში მიმდინარე პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად არსებული ვითარებისა, მნიშვნელოვანია ყველა შეეცადოს, რომ არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს.
„სანამ საქართველოში ჩამოვიდოდით, ჩვენ გამოვთქვით სურვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისა, პასუხი იყო ასეთი, რომ ივანიშვილი იმყოფება დეფაქტო სანქციებზე. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის გატარებული. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე არასწორად არის ინფორმირებული, გასაოცარი და სამწუხაროა. გარდა ამისა, ამის მიზეზით უარის თქმა ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში. ამიტომ ვამბობ, რომ კანონზე საუბარი მხოლოდ ერთი მიმართულება. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამან არ შეცვალოს კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ჩვენს შორის არსებობს“, – თქვა ო’ბრაიენმა.
-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თქმითვე, თუ კანონს მიიღებენ, ისინი განიხილავენ შეზღუდვებს აშშ-ის მხრიდან.
„თუ ამ კანონს მიიღებენ, ევროკავშირის ნორმებთან წინააღმდეგობითა და დავინახავთ დემოკრატიის უგულებელყოფასა და ძალადობას მშვიდობიანი დემოსნტრანტების წინააღმდეგ, ჩვენ ვიხილავთ შეზღუდვებს აშშ-ის მხრიდან, იქნება ეს ფინანსური თუ გადაადგილების შეზღუდვა იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ვინც პასუხისმგებელი იქნებიან ამ ქმედებებზე“,- განაცხადა ო’ ბრაიენმა.