მთავრობის სტრატკომის უფროსად „იმედის“ საინფორმაციოს ხელმძღვანელი ინიშნება

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად მიშა ფეიქრიშვილი ინიშნება.
ამ პოსტზე ის ნინო გიორგობიანს შეცვლის.
პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში, შესაძლოა, გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაციას საზოგადოებას ორშაბათს, 12 თებერვალს მიაწვდის.
მიშა ფეიქრიშვილი ამ დრომდე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო პარლამენტის პრესსამსახურის უფროსი. 2019-2023 წლებში კი მუშაობდა პარლამენტში — ჯერ თავმჯდომარის მრჩევლად მედიის საკითხებში, შემდეგ კი, პრესსამსახურის უფროსად. მიშა ფეიქრიშვილი GDS-ზე უძღვებოდა გადაცემას „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან”, რომელშიც მონაწილეობდა.
მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ამოცანებს შორის არის მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და აღნიშნულთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ერთიანი შეტყობინებებისა და მედიაკალენდრის შექმნა და მართვა; ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალური ქსელებისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა და ადმინისტრირება, ინტერაქციის უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ანალიზი, მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიების განსაზღვრა და სხვა.
გასულ წელს Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომი არაავთენტურ ქცევაში ამხილა და წაშალა 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, ცხრა ჯგუფი და ორი ანგარიში Instagram-ზე, რომლებიც არღვევდა კომპანიის პოლიტიკას კოორდინირებული არაავთენტური ქცევის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა