“მთავრობის საკითხებში აღარ ვერევი” – ღარიბაშვილი ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნაზე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ს თქმით, მთავრობის საკითხებში “აღარ ერევა”, ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას კი პრემიერმინისტრი “გადაწყვეტს”.
“არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ ხდება. ირაკლი , რა თქმა უნდა, არ არის ვალდებული, რომ ჩემ მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს. უნდა დაველოდოთ პრემიერმინისტრს, პრემიერმინისტრი გადაწყვეტს საკადრო საკითხებს. მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო და აღარ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. მთავრობის საკითხებში აღარ ვერევი, მე ვარ პარტიის თავმჯდომარე.
მე ვარ პასუხისმეგებლი პარტიის მუშაობაზე და რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი მისიაა მოვიარო რეგიონები და პარტია მოვამზადოთ არჩევნებისთვის”, – თქვა ღარიბაშვილმა.
29 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას პრემიერმინისტრმა ხელი ამავე დღეს მოაწერა. ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს რევაზ ჯაველიძის მოადგილე, ილია შამუგია დაიკავებს.