მთავრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ ბეწვის ხიდზე გაგვატაროს – ლაშა პაპაშვილი

აშშ-ს მიერ დაწესებული ფინანსური და სავიზო სანქციების ფონზე ქვეყანა ბეწვის ხიდზეა და მთავრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, კონტექსტის გათვალისწინებით, ეცადოს შეამსუბუქოს სანქციების ეფექტი – ამის შესახებ, ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა მედიასთან განაცხადა.
ბიზნესს ასოციაციის კონფერენციის დასრულების შემდეგ, პაპაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობაა დაწესებული სანქციები თქვა, რომ ეს ძალიან ფაქიზი თემებია და არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა.
“რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. ყველა მხარემ ეს იქნებიან ინდივიდუალურად ბიზნესმენები, თუ პირველ რიგში პოლიტიკოსები ბევრი უნდა გააკეთონ, რომ ეს სიტუაცია დაასტაბილურონ.
მე ვფიქრობ, ეს ძალიან ფაქიზი თემებია და არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა. ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციაა ამგვარი. ორი ურთულესი საომარი პროცესი მიმდინარეობს. -ის პრეზიდენტზე გუშინწინდელი თავდასხმაც ძალიან გასათვალისწინებელია. მსოფლიოს ფლაგმანი ქვეყანაა და ასეთი ტრაგიკული რაღაცები ხდება.
ყოველივე ამის ფონზე, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მთავრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ ბეწვის ხიდზე გაგვატაროს. ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ გაღრმავდეს ეს სანქციები და პირიქით მოიხსნას. მთელი ქვეყანა ვართ ბეწვის ხიდზე”, – განაცხადა პაპაშილმა.
მისივე თქმით, სანქცირებულ პირებს ბანკები ფიზიკურად ვერ მოემსახურებიან.
“ეს პრეცედენტი უკვე იყო და მე როგორც ვიცი, ბანკები გააგრძელებენ ისევე. ბანკები უბრალოდ არ მოემსახურებიან [სანქცირებულ პირებს]. ეს მათ ხელში არ არის. საკორესპონდენტო ბანკები, უბრალოდ არ მისცემენ ამის საშუალებას და შენ რაც გინდა მიიღე შენს ქვეყანაში.
ასეთია სიტუაცია, მსოფლიო არის საფრთხის წინაშე, მათ შორის ჩვენც”, – განაცხადა პაპაშვილმა.
შეგახსენებთ, გასულ წელს 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანებას წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები უძღოდა, რომ საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციების გავრცელება ანტიკონსტიტუციურია.
Bm.ge