მთავრობის მიერ დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა , რომელიც გათვლილია 2024-2026 წლებზე – ნიკო თათულაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც 21 საკითხი განიხილეს. მათ შორის, იმსჯელეს მთავრობის დადგენილების პროექტზე – “ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილის განცხადებით, პროცესი ინკლუზიურად წარიმართა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, პროექტში დამატებით 25 რეკომენდაცია გაითვალისწინეს.
“მთავრობის მიერ დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვლილია 2024-2026 წლებზე. გეგმის შემუშავების პროცესი წარიმართა ინკლუზიურად, ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
გვქონდა, კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთანაც, ასევე გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. შედეგად, დამატებით, დაახლოებით, 25 რეკომენდაცია გაითვალისწინა სამოქმედო გეგმამ.
გეგმა ოთხი მიმართულებით მუშაობს, ეს გახლავთ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მათ შორის, მართლმსაჯულების განხორციელება, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, თანასწორობის საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხები”, – განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი