მთავრობის მეთაური საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად დაესწრო

პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ღირსეული თამაშისა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის მადლობას უხდის.
მთავრობის მეთაური საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩს ევროპის ჩემპიონატზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად დაესწრო.

“მადლობა ბიჭებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლისთვის! დღეს პირველ ქულამდე მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა! ყველაფერი წინაა!”, – აღნიშნავს პრემიერი.<

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი დღეს თურქეთთან გამართა.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან