მთავრობის ინიციატივას, რომლითაც, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი განათლების სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში ბრუნდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში ბრუნდება, პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის პროექტი 80-ხმით ერთხმად – პირველი მოსმენით მიიღეს.
შესაბამისად, ყალიბდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და კულტურისა და სპორტის სამინისტრო. სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს მაკონტროლებელ ორგანოდ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განისაზღვრება.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.