მთავრობის ვალი $8.8 მილიარდია – ვისი ვალი აქვს საქართველოს?

2024 წლის იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი 8.75 მილიარდი დოლარია, რაც დეკემბერთან შედარებით 150 მილიონი დოლარით ნაკლებია, ხოლო ერთწლიან ჭრილში ვალი 320 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის 62% სამ უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტზე მოდის, ესენია აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვალდებულებების 65% ევროში, 29.5% დოლარში, 4% SDR-ში, დანარჩენი კი სხვა ვალუტებშია ნომინირებული. რაც შეეხება ვალების საპროცენტო განაკვეთებს, მათი 50% ფიქსირებული, 50% კი ცვლადია.
საქართველოს მთავრობის ვალი 2024 წლის იანვრის მდგომარეობით:

ასევე დაგაინტერესებთ