მთავრობის ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მთავრობის ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა.
„მთავრობის ეფექტიანობის“ შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 62,5% დაიმსახურა, მსოფლიოში 35 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. მთავრობის ეფეტიანობის რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება: ესპანეთი, კვიპროსი, ხორვატია, ლატვია, იტალია, პოლონეთი, მალტა, უნგრეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, , საბერძნეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, თურქეთი და ა.შ.
მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს ეფუძნება და ოფიციალური განმატების მიხედვით ასახავს „საჯარო სერვისების ხარისხს, საჯარო სამსახურის ხარისხსა და პოლიტიკური ზეწოლისგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების ხარისხს და მთავრობის ერთგულების სანდოობას ასეთი პოლიტიკის მიმართ.“

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივაზე: ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის ან თელავის სრულფასოვან საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბება არა მხოლოდ განათლების ხელმისაწვდომობას გაზრდის, არამედ ეკონომიკურ გააქტიურებასაც გამოიწვევს

საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს სრულიად არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრით

გერმანიის ელჩი საქართველოში პირდაპირ უხეშად არღვევს ვენის კონვენციას, ყველანაირ დიპლომატიურ სტანდარტს და როგორც იქნა, აღმოჩნდა ევროპაში პარტია, ამ შემთხვევაში ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელმაც ჯანსაღი კითხვები დასვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით