მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ.
ფინანსური დახმარება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს გადაეცემათ.
განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფას თბილისის მერია უზრუნველყოფს.
განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ხელი უკვე მოაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატომ უთხრა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი, ეს დანიგანმა ვერ, თუ არ გაიგო, დავაბრალოთ თარჯიმანს?! შეხვედარზე უარი ითქვა იმის გამო, რომ ვინმეს იმის განცდა არ გასჩენოდა, სანქციების ქვეშ მყოფი ბატონი ივანიშვილი თავის ინტერესებს ქვეყნისაზე უფრო წინ აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დაამტკიცა საპირისპირო

დანიგანს ან უჭირს ნათქვამის გაგება, ან მიზანმიმართულად ამბობს იმას, რასაც აჟღერებს, სირცხვილია ბიძინა ივანიშვილს დააბრალო საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა