მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინა მილიონი ლარის ოდენობით პრემიას მიიღებენ, თითოეული 500 ათას ლარს.

როგორც პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, პრემიის ოდენობა ისტორიული გამარჯვებიდან გამომდინარე გაორმაგდა.

„მე მინდა, პირველ რიგში, ჩვენს სპორტსმენებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. პირველად ისტორიაში ჩვენმა ქვეყანამ მოიგო ზამთრის ოლიმპიადაზე მედლები, რაც არის ძალიან დიდი წარმატება. გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია. განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, ასევე, მათ მწვრთნელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახდება საწინდარი სამომავლო ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის სპორტის ამ სახეობაში და სპორტის ზამთრის სახეობებში. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონდა დაწესებული პრემია საპრიზო ადგილებისთვის, თითო მედლისთვის და წყვილისთვის, შესაბამისად, დაწესებული იყო პრემია 500 ათასი ლარის ოდენობით, შესაბამისად, თითოეული მიიღებდა 250 ათას ლარს. ამ გამარჯვებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და თითოეული სპორტსმენი წყვილში მიიღებს 500 -500 ათას ლარს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელიც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“