,, მთავრობის ახალი შემადგენლობა მომავალ კვირას დამტკიცდება” – შალვა პაპუაშვილი

მთავრობის ახალი შემადგენლობა მომავალ კვირას დამტკიცდება – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ,,პირველ არხს” განუცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შემდეგ კვირაში როგორც სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა ისე ახალი მთავრობის დამტკიცება მოხდება. მის ყოველწლიურ ანგარიშს კი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ სასესიო კვირაში წარადგენს.
„განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება. ჩემს ყოველწლიური ანგარიშს თებერვლის მომავალ სასესიო კვირაში წარვადგენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია