მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა. ირაკლი კობახიძე განცხადებას 17:00 საათზე გააკეთებს.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში, 15:00 საათიდან, სტუ-ს რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი განიხილება.




