მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძეს ვიზიტი გაუუქმეს

მთავრობის ადმინისტრაციაში ინფორმაციას, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვიზიტი გაუუქმეს, არ ადასტურებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვიზიტი იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი, კონკრეტულ თარიღზე კი ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტი გაუუქმეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას