მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გახდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმინისტრმა, მ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
“მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ბატონი ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დღემდე”, – თქვა მ.
ჟორჟოლიანმა ამ პოსტზე რევაზ ჯაველიძე ჩაანაცვლა, რომელიც კობახიძემ თანამდებობიდან პირველ მარტს გაათავისუფლა.
გარდა ამისა, კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ნიკოლოზ ტყემალაძე დანიშნა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერმინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე იქნება.