მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე გაათავისუფლეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მისი მოადგილე ილია შამუგია შეასრულებს.

bm.ge