მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და შესყიდვების დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობით, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა – ლევან ჟორჟოლიანი

მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და შესყიდვების დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობით, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა – ლევან ჟორჟოლიანი
რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი, რომელიც დაიზოგა უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის და შესყიდვების დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობით, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წლის ბოლოს იქნება 6 თვის ანგარიში, სადაც აისახება ის საკმაოდ სერიოზული და შთამბეჭდავი შედეგები, რომელიც არის ეკონომიებთან მიმართებით
„ჩვენ აქამდეც გადავდგით გარკვეული ნაბიჯები და მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომ შესყიდვების კუთხით ქვეყანაში ვითარება გაჯანსაღებულიყო, მაგალითად მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც მეთვალყურეობს ამ ნაწილს უწყებებში. წლის ბოლოს გვექნება 6 თვის ანგარიში, საკმაოდ სერიოზული და შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს იმ ეკონომიებთან მიმართებაში, რომელიც შეიქმნა წინა წლებთან შედარებით შესყიდვების ფარგლებში. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი, რომელიც დაიზოგა უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და შესყიდვების დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობით. ძალიან სერიოზული შედეგები გვექნება და საზოგადოებას ამას გავაცნობთ წლის ბოლოს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს