მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გიორგი მელითაური დააკავეს. მისი მეუღლის, მაკო ქაფიანიძის თქმით, პოლიციამ მელითაური არაკორექტული საუბრის მიზეზით წაიყვანა.
აქცია სახელწოდებით „რეჟიმი გვწამლავს – ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება“ მონაწილეებს მთავრობის მიერ 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის აქციებზე გამოყენებული ქიმიური ნივთიერების საქმის საერთაშორისო გამოძიება სურთ, რადგან ადგილობრივ გამოძიებას არ ენდობიან.
BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა მიუთითებს, რომ დემონსტრანტებზე შესაძლოა „კამიტის“ ტიპის აგენტი ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა სუს-ი აცხადებს, რომ გამოყენებული იყო CS გაზი (ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი) და პროპილენ გლიკოლი, რომლებიც აკრძალულ კატეგორიებს არ ეკუთვნის და „კამიტი“ შსს-ს არასდროს შეუძენია.




