მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავს. აქტივისტები პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დანიშვნას აპროტესტებენ. ისინი ხმაურით ცდილობენ, რომ ირაკლი კობახიძის მეთაურობით, მთავრობის პირველ სხდომასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატონ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
„ვაპროტესტებთ ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას. იმასაც ვაპროტესტებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ასე შეუძლია მოგვიხსნას და დაგვინიშნოს პრემიერ-მინისტრები. ასევე გვინდა ბატონ ირაკლის შევახსენოთ ის, რომ „გავრილოვის ღამისა“ და „რუსული კანონის“ შემოქმედია, ასევე ის ამბობდა, რომ ევროკავშირი არ გვჭირდება. ირაკლი ცდილობდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას პრობლემა შექმნოდა”,-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ლუკა შველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ