მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია – „მშობლები ვითხოვთ“ გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია – „მშობლები ვითხოვთ” გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლები მცირეწლოვან შვილებთან ერთად მივიდნენ. მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ მიტანილი. ასევე, გაშალეს სხვადასხვა შინაარსის ბანერიც, წარწერებით: – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „მშობლები ვითხოვთ, კი – ევროპას“.
მშობლების აქციას ასევე შეუერთდა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი .
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ განზრახვაა, რომ საქართველო რუსეთს საჩუქრად მიართვას.
„დღეს აქ მოვედით მშობლები და ამ აქციით ვაჩვენებთ, რომ დღეს საქართველოში ადამიანები ერთადერთი რამისთვის იბრძვიან, რომ მათი შვილები ხვალ არ აღმოჩნდნენ რუსული, ოლიგარქიული რეჟიმის ტყვეები. ივანიშვილის განზრახვაა, რომ ეს ქვეყანა ბოლომდე ჩაიგდოს ხელში და საჩუქრად რუსეთს მიართვას. როცა ამას საქართველოს მოქალაქეები ხედავენ და მის განზრახვას უპირისპირდებიან, კონსტიტუციურ გადატრიალებას, რომელიც ს გაყალბების ფორმით მოაწყო, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ უპირისპირდება რეჟიმი მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას მშობლებსა და შვილებს, რუსული რეჟიმისგან.
ჩვენ შვილები იმიტომ არ გვყავს, რომ რუსულმა “ომონმა” ძვლებში დაამტვრიოს. ეს პროტესტი გაგრძელდება, ბავშვებით მოვედით და პოლიცია დაგვახვედრეს, იმდენად შეშინებულები და მხდალები არიან. ეს არის , როცა მოქალაქეებთან საუბრის არანაირი ლეგიტიმაცია ხელისუფლებას აღარ აქვს და ერთადერთ საკომუნიკაციო ფორმა ძალადობაა”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.