მთავრობის ადმინისტრაციამ მთავრობის მეთაურის განკარგულებების გამოქვეყნება დაიწყო

მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მთავრობის მეთაურის განკარგულებების გამოქვეყნება დაიწყო. ეს ინიციატივა ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ს ეკუთვნის, რომელმაც მთავრობის პირველივე სხდომაზე თქვა, რომ მთავრობის ყველა განკარგულება საჯარო უნდა გახდეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანებები და განკარგულებები. ირაკლი კობახიძის პირველი ბრძანება 9 თებერვლით თარიღდება.
ირაკლი კობახიძის ინიციატივას გახარიას გუნდი გამოეხმაურა და ს ყველა განკარგულების გამოქვეყნება სთხოვა, მათ შორის წინა პრემიერების პერიოდის, თუმცა გაირკვა, რომ განკარგულებების გამოქვეყნება სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში შეწყდა.

ასევე დაგაინტერესებთ