მთავრობები მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენენ მათი მოქალაქეების ნებას, ეს ასე არ იყო ფრანკოს ესპანეთში, მაგრამ ტრამპის შეერთებულ შტატებში ნამდვილად ასეა – ჟოზეფ ბორელი

მთავრობები მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენენ მათი მოქალაქეების ნებას, ეს ასე არ იყო ფრანკოს ესპანეთში, მაგრამ ტრამპის შეერთებულ შტატებში ნამდვილად ასეა – ჟოზეფ ბორელი
ჩვენ ვსაუბრობთ შეერთებულ შტატებზე, მაგრამ ეს არ არის იგივე შეერთებული შტატები ტრამპის დროს, რაც იყო ობამას დროს.
თუ შეხედავთ ესპანეთს, იგი ფრანკოს დროს და გონსალესის დროს განსხვავებული იყო, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბორელის თქმით, მთავრობები ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენენ თავიანთი მოქალაქეების ნებას, მაგალითად, ასეა ტრამპის შემთხვევაში, თუმცა, ასე არ იყო ესპანეთში, ფრანკოს მმართველობის დროს.
„ჩვენ ვსაუბრობთ ისრაელზე, მაგრამ ეს არ არის იგივე ნეთანიაჰუს დროს, რაც იყო შიმონ პერესის დროს. ისინი ერთი და იგივე სახელმწიფოები არიან, მაგრამ განსხვავებული მთავრობებით. კარგი იქნება, თუ ვისაუბროთ მთავრობებზე, რომლებიც, მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში – მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში – წარმოადგენენ მათი მოქალაქეების ნებას.
ეს ნამდვილად ასეა ტრამპის შეერთებულ შტატებში. ეს ასე არ იყო ფრანკოს ესპანეთში, მაგრამ რა თქმა უნდა, ასეა ტრამპის შეერთებულ შტატებში, რომელმაც არჩევანი გააკეთა, მათ ისევ აირჩიეს ტრამპი. ჩვენ ვართ სიტუაციის პირისპირ, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის მსოფლიოს დასასრული, მაგრამ ეს არის სხვა სამყაროს დასაწყისი, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ ამერიკელები სხვა არჩევანს გააკეთებდნენ.“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაწყენნი არიან, რომ აშშ-ში არ გააკეთეს ის არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა. იგივეა საქართველოზეც. ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი ეტყვის

ნებისმიერმა თანამდებობის პირმა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, ვფიქრობ, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანოს, მინიმუმ უნდა გადახედოს იმ წყაროებს, რა წყაროებითაც ინფორმაციას იღებდა – ხომ ნახეს, რა ყოფილა ქართველების ინტერესი

ტიერი მარიანი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: შოკისმომგვრელია ბევრი ჩემი კოლეგის დამოკიდებულება, რომლებსაც არ სურთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიღება

ამერიკაში მოქმედი რომელიმე პირობითი „ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უცხოეთიდან დაფინანსებული რომ ყოფილიყო ალბათ იტყოდა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები გასაუქმებელია