მთავრობა: NATO-ში ელჩის პოზიციაზე ბურჭულაძის კანდიდატურა პრეზიდენტთან არაა გაგზავნილი

მთავრობის ადმინისტრაციაში ფორმულას უთხრეს, რომ NATO-ში საქართველოს ელჩის პოზიციაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის კანდიდატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი არ არის.
დღეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავარ არხთან საუბრისას თქვა, რომ პრეზიდენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ელჩების კანდიდატურებს ხელს არ აწერს.
ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტს კანდიდატურებს აღარც უგზავნის.
კითხვაზე, თუ რატომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს, ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ “მანამდე ძალიან იწელებოდა ეს პროცესი პრეზიდენტის მიერ და ბოლო დროს, საერთოდ აღარ აწერს ხელს”.
მოგვიანებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ TV Pirveli-თან უარყო, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის ელჩად დანიშვნას ხელი არ მოაწერა და თქვა, რომ პრეზიდენტთან მისი კანდიდატურა საერთოდ არ არის გადაგზავნილი.
2024 წლის პირველ თებერვალს, მას შემდეგ რაც პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი მ შეცვალა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ ირაკლი კობახიძისგან NATO-ში ელჩობის შეთავაზება მიიღო.