მთავრობა 5.1 მლრდ ლარის ახალ ვალს იღებს, საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით იზრდება – TI 2026 წლის ბიუჯეტის ანალიზს აქვეყნებს

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი წარუდგინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, დოკუმენტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა:

🔹 ბიუჯეტის შემოსავლები 3.2 მლრდ ლარით იზრდება და 30.8 მლრდ-ს აღწევს – ზრდის უმეტესი ნაწილი ახალი ვალის აღებასა და საგადასახადო შემოსავლების მატებას უკავშირდება.

🔹 ხელფასები საჯარო სექტორში 10%-ით იზრდება – პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურება 16,000 ლარამდე ადის, მინისტრების – 13,600 ლარამდე, დეპუტატების – 12,800 ლარამდე.

🔹 პენსიები იზრდება:
– 70 წლამდე პირებისთვის +20 ლარი (370 ლარი),
– 70 წლის ზევით +45 ლარი (495 ლარი).

🔹 საჯარო სექტორში დასაქმება 166 კადრით იზრდება, განსაკუთრებით პროკურატურაში, აუდიტის სამსახურსა და -ში. საგარეო საქმეთა სამინისტროში 79 პოზიცია მცირდება, ძირითადად EU/NATO ინტეგრაციაზე მომუშავე მიმართულებებში.

🔹 კაპიტალური პროექტების ბიუჯეტი 6.1 მლრდ ლარია, რაც 565 მლნ-ით ნაკლებია 2025 წელთან შედარებით – უმეტესად იკლებს ჩქაროსნული მაგისტრალებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის დაფინანსება.

🔹 ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება რეკორდულად – 849 მლნ ლარით იზრდება და 9.7 მლრდ ლარს აღწევს.

🔹 გრანტები მცირდება – მხოლოდ 85 მლნ ლარია გათვალისწინებული, EU-ის მიმდინარე გრანტები ნულოვანია.

🔹 ანაკლიის პორტზე 53 მლნ ლარია გამოყოფილი, თუმცა ინვესტორთან კონტრაქტი კვლავ არ არსებობს.

🔹 მთავრობა 5.1 მლრდ ლარის ახალ ვალს იღებს, საიდანაც 1.4 მლრდ ევროობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება. 2026 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 38.2 მლრდ ლარს მიაღწევს (მშპ-ის 33.5%).

ვრცლად ნახეთ აქ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…