მთავრობა: საწვავის ფასების შემცირებაზე დისკუსია შესაძლებელია

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები მნიშვნელოვნად დაბალია, რაც, მათ შორის, აქციზის გადასახადის შედარებით დაბალი განაკვეთით არის განპირობებული. ამასთან, “ოცნების” ხელისუფლება არ გამორიცხავს საწვავის ფასების შესაძლო შემცირებაზე დამატებითი დისკუსიის გამართვას.

განცხადების თანახმად, ირაკლი კობახიძემ საწვავის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბაზარზე არსებული მდგომარეობა, მიწოდების ჯაჭვის მუშაობა და ფასწარმოქმნის მექანიზმები მოისმინა, ხოლო მხარეები სამუშაო რეჟიმში დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„აღინიშნა, რომ სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ აქციზის გადასახადი საქართველოში ევროპულ ქვეყნებში დაწესებულ შესაბამის გადასახადზე, დაახლოებით, 3-ჯერ ნაკლებია, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული დისკუსია ფასების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით შესაძლებელია.

მთავრობის მეთაურმა მოისმინა საწვავის კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებები, როგორ აფასებენ ისინი ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, მიწოდების ჯაჭვის მუშაობას, ასევე ფასწარმოქმნის მექანიზმს.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო რეჟიმში დიალოგი გაგრძელდება.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?