მთავრობა „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციას გეგმავს

მთავრობა „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციას გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ ირკვევა პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან. ამის შესახებ bpn.ge წერს.
„სააქციო საზოგადოება – საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიკვიდაციის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად გამოცხადდება „სააქციო საზოგადოების – საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონი“, – აღნიშნულია მთავრობის მიერ მომზადებულ გეგმაში.
ინფორმაციისთვის, „საქართველოს განვითარების ფონდი“ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2011 წლიდან „საპარტნიორო ფონდის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. რეფორმირების შედეგად, 2023 წელს ფონდს „საქართველოს განვითარების ფონდი“ ეწოდა.