მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 43 035 000 ლარს გამოყოფს – ამის შესახებ კობახიძის მიერ 26 მარტს ხელმოწერილ განკარგულებაშია ნათქვამი. ირკვევა, რომ დაფინანსება საქართველოს მასშტაბით 53 საგანმანათლებლო დაწესებულებაზე გადანაწილდება, რომელთა შორისაა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, ასევე საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული სკოლები, გიმნაზიები და უნივერსიტეტები.




