მთავრობა პარლამენტისთვის ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ სპეციალური კანონპროექტის წარდგენას გეგმავს

მთავრობა პარლამენტისთვის ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ სპეციალური კანონპროექტის წარდგენას გეგმავს.
„ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ“ პროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება, რაც უკვე ასახულია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში. პროექტს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს.
როგორც მთავრობა განმარტავს, „ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ“ კანონის მიღება ხანდაზმულ პირთა უფლებების უფრო ეფექტიან რეალიზებას უზრუნველყოფს, ხოლო ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა ხელს შეუწყობს ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვას, მათთვის შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების შემუშავებას.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს

ბუდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა