მთავრობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, 20 000 ლარს გადასცემს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 24 თებერვალს დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
„სტიქიური მოვლენის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს, სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა 20 000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს.
ფულადი დახმარების მისაღებად, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა – შვილმა ან მეუღლემ განცხადება და საჭირო დოკუმენტები უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში. განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია