მთავრობა ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებს პრემიას 3 მილიონ ლარამდე უზრდის

საქართველოს მთავრობამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრების პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაზარდა. ეს განცხადება პრემიერმინისტრმა მ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
“როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის – 850 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მილიონ ლარამდე. 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი”, – თქვა მ მთავრობის სხდომაზე.
ასევე, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კობახიძემ თქვა, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად, ჩარტერული რეისების სუბსიდირებას აპირებენ.
***
ნაკრების ფეხბურთელები გასულ პერიოდში აქტიურად გამოეხმაურნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, რიგ შემთხვევებში ანტირუსული გზავნილები გაავრცელეს.