მთავრობა დღეს შვიდ საკითხზე იმსჯელებს

დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი 14:00 საათზე შეიკრიბება და დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხს განიხილავს.
1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (მესამე წარდგენა)
მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
2. საქართველოს კანონების პროექტები „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სასარგებლო წიაღისეულის – „დებედას“ ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი “საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველო-აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი – A” და „საქართველო-აღმოსავლეთდასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი – B” პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
6. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: ო. შამუგია
7. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,საქართველოში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”
მომხსენებელი: რ. ჯაველიძე