“მთავრობა დაასახელოს საარჩევნო ხმებმა არჩევნებზე” – სააკაშვილი ტექნიკურ მთავრობაზე

მიხეილ სააკაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, განაცხადა:
როდესაც არჩევნებში მარცხი გამოვაცხადე ისე, რომ არც კი გამივლია ვინმესთან წინასწარი კონსულტაცია, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მშვიდად ვიყავი. მჯეროდა, რომ ჩვენი ხალხი ძალიან მალე დაინახავდა განსხვავებას და ბევრ რაღაცას გადააფასებდა. სამწუხაროდ, ამ პროცესის საბოლოოდ ჩამოყალიბებას 12 წელი დასჭირდა. ფაქტია, რომ განსხვავებით კომპარტიისა და მოქკავშირისა და მომავალში – „ოცნებისა“, ჩვენი პარტია არა მხოლოდ არ ჩამოიშალა, არამედ გახდა წინააღმდეგობის მთავარი ცენტრი. ჩვენ გვაქვს იდეა – ესაა დამოუკიდებელი, ძლიერი, ევროპული ქართული სახელმწიფო. ს დიდი ჰიბრიდული ოპერაცია მიმდინარეობდა მთელი ეს დრო. მაგრამ დღეისთვის ჩართულია სრულიად სხვა ძალები, რომელთა პირობებში რუსული სტერეოტიპები არ მუშაობს. თან, მე დავბრუნდი და ძალიან ბევრი მითი დავანგრიე ამ დაბრუნებით. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილის არა მხოლოდ სიმპატია, არამედ დიდი სიყვარული სწორედ ჩვენ გვაქვს და ეს განპირობებულია სწორედ იმ სიყვარულით, რომელიც თავის დროზე დავთესეთ. თან, რაც მიხარია, ძალიან ბევრი ახალი ადამიანი უერთდება “ნაციონალური მოძრაობის” ახალ ტალღას. ეს ვიცი ბევრი წყაროდან. მათ შორის, ჩემი შვილი ნიკუშა მუშაობს „ბოლტის“ კურიერად – ველოსიპედით დააქვს საკვები, უამრავი ადამიანის აზრს იგებს და მიყვება ხოლმე. აღიარებს ამას ვინმე თუ – არა, ჩემმა დაბრუნებამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა. სერიოზული ენერგია გამოაღვიძა. დიახ, ჩემი სიცოცხლისადმი საფრთხის და ტყვეობის ჯოჯოხეთის მიუხედავად, არ ვნანობ ჩამოსვლას. მე ველი უახლოეს დღეებში, ს დღეს და შემდგომ დღეებში პროვოკაციებს. გავიხსენოთ ბარბარე რაფალიანცის ბრუტალური მკვლელობა არჩევნებამდე ორი დღით ადრე. რუსული სტილია ბოლო მომენტში დაშოკვა. აუცილებლად გამოყრიან რაღაც „ჩანაწერებს“, თუმცა შეიძლება ბევრად უარესი რამეებიც ჩაიდინონ.
ტექნიკურ მთავრობაზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა, კითხვას, უჭერთ თუ არა მხარს ტექნიკური მთავრობის არჩევნებამდე დასახელებას? – ასე უპასუხა:
ყველაზე სწორია, რომ მთავრობა დაასახელოს საარჩევნო ხმებმა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, თავიდანვე რომ გაეზიარებინათ ჩვენი იდეა – საერთო ოპოზიციური სიის, მაშინ მთავრობის დასახელება აუცილებელიც იქნებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – მადლობელი ვარ დღეს შევხვედროდი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლც, რათა განგვეხილა საქართველოს ავტორიტარული შთანთქმა – ველი მშვიდობისთვის პარტნიორობის გაგრძელებას!