მთავრობა ბიზნესს 20 კურორტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას წარუდგენს – ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, უწყება წელს ბიზნესს 20 საკურორტო ზონის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევას წარუდგენს. ამის შესახებ მან პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანას საკურორტო მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს, რომელიც ბოლომდე ათვისებული არ არის.
„ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება დავიწყეთ და 60 ბალნეოლოგიურ, კლიმატურ, მთის, ტბების, ზღვის კურორტი და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი იქნა შესწავლილი მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ. ჩვენ უახლოეს ხანებში, მიმდინარე წელს 20 დიდი პოტენციალის მქონე კურორტისა და საკურორტო ადგილის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის წარდგენას ვაპირებთ ბიზნესისთვის, ისე რომ ამ კუთხით დამატებითი ინვესტიციები განხორციელდეს და წავახალისოთ ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა