მთავრობა “ბათუმი აილენდის” მშენებელ კომპანიას, ჭოროხის მიმდებარედ, მიწას იჯარით გადასცემს

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებელ კომპანი შპს „ამბასადორი აილენდს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭოროხის მიმდებარედ, სოფელ ახალსოფელში მდებარე 15 042 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწას იჯარით გადასცემს.
სახელმწიფო ქონების კომპანიისთვის 3-წლიანი იჯარით გადაცემაზე თანხმობა მთავრობამ უკვე გასცა. შესაბამისი განკარგულება 17 სექტემბრით თარიღდება.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ ყოველწლიურად 84 904 ლარი საიჯარო ქირის სახით უნდა გადაიხადოს, ხოლო შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში, გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხის სახით – 25 506 ლარი.