მთავრობა აქციების დაშლის ხელმძღვანელ პირებს ღირსების ორდენზე წარადგენს

საქართველოს მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც პროევროპული აქციების დაშლაში მონაწილეობდნენ. მათ შორის – -ის, დიდი ბრიტანეთისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მიერ სანქცირებული პირები.
ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ:
· შს მინისტრს, ვიცე-პრემიერ ვახტანგ გომელაურს;
· შს მინისტრის პირველ მოადგილე შალვა ბედოიძეს;
· შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს;
· შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზს;
· შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძეს;
· შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თემურ კუპატაძეს;
· შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძეს;
· თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილს;
· განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ხარაზიშვილს;
· განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს, მილერი ლაგაზაურსა და მირზა კერზევაძეს.
უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გაცემა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. ირაკლი ამბობს, რომ დაელოდებიან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა მ ასევე თქვა, რომ თუ რომელიმე მოხელეს სანქცირების გამო ფინანსური დანაკლისი შეექმნება, „სახელმწიფო აუნაზღაურებს“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესება დაიწყო 2023 წელს და 2024 წელში გააქტიურდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი