მთავრობა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს თანამდებობიდან ათავისუფლებს

საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარიძეს, თანამდებობიდან ათავისუფლებს.
მთავრობამ 20 აგვისტოს შემუშავებული განკარგულება საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა.
ზურაბ პატარიძე აღნიშნულ თანამდებობას 2018 წლის აგვისტოდან იკავებდა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, პატარიძე სამსახურეობრივ პოსტს 2025 წლის 1 იანვარს დატოვებს.